ბან კი მუნმა დამკვირველელთა თავისუფალ გადაადგილებაზე პასუხისმგებელობა სირიას დააკისრა
ბან კი მუნმა დამკვირველელთა თავისუფალ გადაადგილებაზე პასუხისმგებელობა სირიას დააკისრა
11:58 17.04.2012
გაერო-ს დამკვირვებელთა თავისუფალ გადაადგილებაზე პასუხისმგებელი სირიის ხელისუფლებაა. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა გააკეთა.
გაერო-ს დამკვირვებელთა ჯგუფი დამასკოში კვირას ჩავიდა.
გავრცელდა ინფორმაცია სირიაში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობის მასშტაბების მნიშვნელოვნად შემცირების შესახებ.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით კი, ჰომსში სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს, რამაც ეჭვქვეშ დააყენა პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიერ გაერო-ს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის მიერ შეთავაზებული გეგმის შესრულება. სამშვიდობო გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიის მთავრობა ქვეყნის ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიას კვლავ ითხოვს.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ბეჭდვა