სარკოზი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასადის გადაწყვეტილებას არასარწმუნოდ მიიჩნევს
სარკოზი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ასადის გადაწყვეტილებას არასარწმუნოდ მიიჩნევს
13:41 14.04.2012
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, სარწმუნოდ არ მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო მოსკვი" იუწყება.
,,ბაშარ ასადის განცხადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამწუხაროდ სარწმუნოდ არ მიმაჩნია, არც ის მჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შენარჩუნდება" - აცხადებს სარკოზი.
სირიის ოპოზიციის წარმომადგელები აცხადებენ, რომ გაეროს სპეცწარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა დარღვეულია და სირიაში ამ დრომდე ფარული შეტაკებები ხორციელდება.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.


ბეჭდვა