ჩრდილოეთ კორეის ყოფილ ლიდერს კიმ ჩენ ირნს, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, გუშინ ძეგლი გაუხსნეს.
ბრინჯაოსგან დამზადებული 25 მეტრის სიმაღლის ძეგლი, კიმ ჩენის მამის, ჩრდილოეთ
კორეის პირველი მმართველის კიმ ირ სენას ძეგლის უკან, კორეის რევოლუციის მუზეუმთან დაიდგა.
გარდაცვლილი ლიდერის იუბილე 15 აპრილს აღინიშნება. ჩრდილოეთ კორეისთვის ეს დღე ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "მზის დღეს" უწოდებს.
ჩრდილოეთ კორეამ შორსმოქმედი რაკეტა გუშინ ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ირ სენას 100 წლის იუბილეზე გამოსცადა. თუმცა, ფხენიანის ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.
