ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებს გამართავენ.
შეხვედრაში ერთი მხრივ ირანი, მეორე მხრივ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია მიიღებენ მონაწილეობას.
ექსპერტები შეხვედრას თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მრავალი წლის განმავლობაში არსებული კრიზისის გარღვევის შესაძლებლობად აღიქვამენ.
კონფლიქტის გაძლიერების შემთხვევაში, ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო იერიშს არ გამორიცხავს. ირანი კი, ამის საპასუხოდ, ორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, რომელიც ნავთობგადაზიდვებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია.
