გაერო-ში ამერიკის წარმომადგენლის სუზან რაისის განცხადებით, გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთი კორეის მხრიდან რაკეტის გაშვებას გმობს.
რაისის განცახდებით, ჯერ უცნობია რა ზომებს მიმართავს საბჭო ფხენიანის მხრიდან გუშინდელი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.
"უშიშროების საბჭოს წევრებმა დაგმეს რაკეტის გაშვება, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს 17-18 და 18-74 რეზოლუციას ეწინააღმდეგება"-განაცხადა რაისმა.
ჩრდილოეთ კორეა შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტის გაშვების გამო აშშ-მაც გააკრიტიკა.
ფხენიანის ექსპერიმენტი გუშინ წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.
