რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების ინიციატივივას არ იზიარებს
რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების ინიციატივივას არ იზიარებს
15:11 13.04.2012
რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების ინიციატივას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. განცახდება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
მისივე თქმით, ფხენიანმა უხეშად დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოთხოვნა რაკეტის გაშვების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რაც თავის მხრივ რეაქციას საჭიროებს, მაგრამ არა სანქციების გზით.
„სიტუაციის დარეგულირების თვალსაზრისით ფხენიანისთვის სანქციების დაწესება შედეგს არ გამოიღებს, ამიტომაც არ მგონია ეს მიზანშეწონილი ნაბიჯი იყოს “- განაცხადა ლავროვმა.
მსოფლიო საზოგადოება სანქციების დაწესებაზე ალაპარაკდა. აშშ-მ ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტის გაშვება დაგმო. ფხენიანის ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.


ბეჭდვა