საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ახალი ომისთვის მზადებას ნიშნავს - აღნიშნული
კომენტარი რუსმა ექსპერტმა მიხეილ ჩერნოვმა საინფორმაციო სააგენტო "რეს"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ინტერვიუს თემა იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში სამხედრო შეიარაღების აქტიური წარმოების დაწყებისა და შეიარაღებული ძალების სარეზერვო სისტემის შექმნაზე.
ექსპერტის განცხადებით, საქართველოში სამხედრო მზადება დასრულების სტადიაში შევიდა.
"სააკაშვილი ამ საქმეში უზარმაზარ სახსრებს დებს, რადგან საქართველოს ეს ყველაფერი იმისთვის სჭირდება, რომ კავკასიაში ახალ აგრესიას გეგმავს"- განაცხადა ჩერნოვმა და ხაზი გაუსვა, რომ აგრესიის ობიექტები, შესაძლოა, ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გახდნენ.
ექსპერტის აზრით, საქართველო ახალი ომისთვის ახლა უფროა მზად, ვიდრე 2008 წელს იყო. "როგორც ჩანს თბილისმა უცხოეთიდან გარანტიები და მხადაჭერა მიიღო" - დასძინა ჩერნოვმა.
ამასთან, ექსპერტი ვარაუდობს, რომ მიუხედავად ქართული შეიარაღებული ძალების მომზადების დონისა, თბილისის რეჟიმი კვლავ ცეცხლს ეთამაშება. "მაგრამ ამჯერად, თბილისისთვის ეს გაცილებით ცუდად დასრულდება" - აღნიშნა ჩერნოვმა.
