იტალიაში არსებულ ვულკან "ეტნა"-ზე კვამლის სიმაღლე უკვე 100 მეტრს აღწევს.
იტალიის ყველაზე საშიშმა ვულკანმა "ეტნამ" გაიღვიძა და ამოფრქვევა დაიწყო.
ექსპერტების თქმით, გააქტიურებული ვულკანი ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის. ჩვეულებრივ მუშაობს კატანის საერთაშორისო აეროპორტიც.
წელს იტალიაში ეს უკვე ვულკანის ამოფრქვევის მე-12-ე შემთხვევაა.
