საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის ექსპერიმენტი დაგმო
საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის ექსპერიმენტი დაგმო
10:55 13.04.2012
ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ფხენიანის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. საგანგებო განცხადება ამის შესახებ ამერიკის  პრეზიდენტის ბარაქ ობამას პრესმდივანმა ჯეი კერნიმ გააკეთა.
"ფხენიანის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქმედებები გვარწმუნებს იმაში, რომ ფხენიანი საერთაშორისო ვალდებულებებს არ ასრულებს" - განაცხადა კერნმა.
აღნიშნული განცხადებით აშშ ჩრდილოეთ კორეის მიერ დღეს შორსმოქმედი თანამგზავრული რაკეტის გამოცდას გამოეხმაურა. ფხენიანი ექსპერიმენტი წარუმატებლად დასრულდა. რაკეტა აფრენიდან რამდენიმე წამში აფეთქდა და მისი დეტალები ოკეანში ჩავარდა.


ბეჭდვა