იაპონია ფხენიანისგან რაკეტის გაშვების გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს
იაპონია ფხენიანისგან რაკეტის გაშვების გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს
14:02 12.04.2012
იაპონიის მთავრობამ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ფხენიანის მხრიდან შორსმოქმედი რაკეტის გაშვების გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნას ითვალისწინებს.

რეზოლუციით, იაპონია ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მოითხოვს ფხენიანისგან აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმოს. განცხადება ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ესიხიკო ნოდამ გააკეთა.

„რაკეტის გაშვებით ახალი პროვოკაციები წარმოიქმნება, რაც ყოვლად დაუშვებელია“- განაცხადა მინისტრმა.

სამხრეთ კორეელი ექსპერტების განცხადებით, ფხენიანს დღეს თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბირთვული ცდა უნდა ჩაეტარებინა.

ბეჭდვა