რუსეთის პარტია „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი სერგეი უდალცოვი და აქცია „თეთრი დუმის“ ათამდე მონაწილე დღეს გაათავისუფლეს.
„მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს ორი ათასი რუბლის გადახდა დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ „ლენტა რუ“ ავრცელებს.
უდალცოვი გუშინ მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროსთან გამართულ აქციაზე „თეთრი დუმა“ დააკავეს.
რუსი სამართალდამცველების განცხადებით, ოპოზიციონერს წესრიგის დარღვევა დაედო ბრალად.
სამართალდამცველთა განცხადებით, „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი უდალცოვი ხალხს დუმასთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.
თავად უდალცოვმა აქციის მოწყობის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მას აქციის გამართვა არ სურდა და უბრალოდ დუმასთან გაიარა.
