მექსიკაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
მექსიკაში 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
11:07 12.04.2012
მექსიკაში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7 მაგნიტუდა შეადგინა.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ცნობები ჯერ არ ვრცელდება.

7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის ქალაქ აკაპულკოში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე 20 მარტს დაფიქსირდა. მიწისძვის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა,15-მდე დაშავდა.

ბეჭდვა