ფხენიანი შორსმოქმედ რაკეტას სავარაუდოდ დღეს აღარ გაუშვებს
ფხენიანი შორსმოქმედ რაკეტას სავარაუდოდ დღეს აღარ გაუშვებს
11:04 12.04.2012
ჩრდილოეთ კორეა შორსმოქმედ რაკეტას სავარაუდოდ დღეს აღარ გაუშვებს. ამის შესახებ „იტარ ტასი“ იუწყება.
სამხრეთ კორეელი ექსპერტების განცხადებით, ფხენიანს დღეს თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბირთვული ცდა უნდა ჩაეტარებინა, თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა.
ჩრდილოეთ კორეას სურს თანამგზავრული რაკეტის გაშვება ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეს დაამთხვიოს, რომელიც 12-16 აპრილს აღინიშნება.
ჩრდილოეთ კორეის განცხადებამ თანამგზვარის გაშვების შესახებ მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების შეშფოთება გამოიწვია.

ბეჭდვა