ჩრდილოეთ კორეა მწვავე კრიტიკის მიუხედავად, შორსმოქმედ რაკეტას ხვალ გაუშვებს. ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.
სამხრეთ კორეის ექსპერტების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ცდის ჩასატარებლად უკვე მზადაა.
ისინი მიიჩნევენ, რომ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ფხენიანი, სავარაუდოდ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბირთვულ ცდას ჩაატარებს.
ჩრდილოეთ კორეა თანამგზავრული რაკეტის გაშვებას ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეს ამთხვევს.
ჩრდილოეთ კორეის განცხადებამ თანამგზვარის გაშვების შესახებ მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების შეშფოთება გამოიწვია.
