რუსეთის პარტია „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერს სერგეი უდალცოვს ორი ათასი რუბლის გადახდა დააკისრეს.
უდალცოვი დღეს მოსკოვში სახელმწიფო სათბიროსთან გამართულ აქციაზე „თეთრი დუმა“ დააკავეს.
რუსი სამართალდამცველების განცხადებით, ოპოზიციონერს ბრალად წესრიგის დარღვევა ედება და ჯარიმა 2 ათასი რუბლი ამის გამო ეკისრება.
უდალცოვი აქციის მოწყობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მას არანაირი აქციის გამართვა არ სურდა და უბრალოდ დუმასთან გაიარა.
სამართალდამცველთა განცხადებით, „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერი უდალცოვი ხალხს დუმასთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.
პარტიის ლიდერთან ერთად, აქციის რამდენიმე მონაწილეა დაკავებული.
დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს უსმენენ.
