შორსმოქმედი რაკეტის გაშვებაზე ფხენიანის გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება აპროტესტებს
შორსმოქმედი რაკეტის გაშვებაზე ფხენიანის გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოება აპროტესტებს
17:49 11.04.2012
საერთაშორისო საზოგადოება ფხენიანის მიერ კოსმოსში ბალისტიკური მექანიზმის გამოყენებით შორსმოქმედი რაკეტის გაშვებას აპროტესტებს.  „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, განცხადება ამის შესახებ აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში სიუზენ რაისმა გააკეთა.

მისი თქმით, ყოველი რაკეტის გაშვება, რომელშიც ბალისტიკური ტექნოლოგია გამოიყენება, გაერო-ს რეზოლუციებს არღვევს. ვაშინგტონი გაერო-ს უშიშროების საბჭოს ფხენიანის ქმედებებზე პასუხს მოსთხოვს.

ფხენიანი თანამგზავრული რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

ბეჭდვა