ირანმა ევროკავშირის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ, საბერძნეთსა და ესტონეთს ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა. იუწყება „ბი-ბი-სი“ .
პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადი ნეჯადის განცხადებით, ქვეყანას საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში საწვავი არ გაყიდოს.
„ჩვენი ფინანსური რესურსები ისეთი სტაბილურია, როგორც არასდროს. ევროკავშირს სურს ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დაგვიწესოს, მაგრამ ჩვენი მტრების ოცნებას ახდენა არ უწერია“ – განაცხადა აჰმადი ნეჯადმა.
ცნობილია, რომ ნავთობის მიწოდების შეწყვეტით თეირანი იტალიას, პორტუგალიასა და ჰოლანდიასაც დაემუქრა.
