პუტინი - რუსეთში ნატო-ს ბაზა არ აშენდება, მაგრამ ალიანსს დავეხმარებით
პუტინი - რუსეთში ნატო-ს ბაზა არ აშენდება, მაგრამ ალიანსს დავეხმარებით
16:10 11.04.2012
რუსეთის მოქმედმა პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს წევრებს მთავრობის მუშაობის ანგარიში ჩააბარა და მათ კითხვებს უპასუხა.

რუსეთში ნატო-ს ბაზის შესაძლო აშენების შესახებ დეპუტატის შეკითხვას პუტინმა შემდეგი პასუხი გასცა - „მართალია ალიანსი ხშირად ყოფს ცხვირს იმ საქმეში, რაც მას არ ეხება, მაგრამ უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ასპარეზზე მისი მნიშვნელობა“ - განაცხადა რუსეთის პრემიერმა და მაგალითად ავღანეთი მოიყვანა.

პუტინის თქმით, ყველასთვის ცნობილია, თუ რა სიტუაციაა ამ დროისთვის ავღანეთში, ნატო ამ საკითხის გადაჭრას და სიტუაციის დარეგულირებას ცდილობს, რაც რუსეთსაც ძალიან აწყობს.

რაც შეეხება ალიანსის ბაზის მშენებლობას რუსეთის ტერიტორიაზე, პუტინმა განაცხადა, რომ არანაირი ბაზა არ აშენდება, საჭიროების შემთხვევაში კი, რუსეთი ნატო-ს საჰაერო ტრანზიტის განხორციელებაში დაეხმარება.

ბეჭდვა