ინდონეზიაში 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიაში 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
14:33 11.04.2012
ჩრდილოეთ ინდონეზიაში 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა კუნძულ სუმატრასთან ახლოს მდებარე აჩეხის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც  ამჟამად საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. არსებობს ცუნამის საშიშროებაც.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის სიღრმეში - 33 კილომეტრში იყო.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ჯერ დაზუსტებული მონაცემები არ ვრცელდება.

ბეჭდვა