გაერო-ს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი დაჟინებით ითხოვს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოცხადებული პირვანდელი თარიღის დაცვას.
სირიაში ცეცხლის ორმხრივად შეწყვეტის ვადა 12 აპრილს იწურება.
გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი გუშინ გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ანანი აცხადებს, რომ ვადების შენარჩუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ასადის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ოპოზიციის წერილობით გარანტიას ითხოვს და აცხადებს, რომ დასახლებული პუნქტებიდან სამთავრობო ჯარებს ამის გარეშე არ გაიყვანს.
გეგმა ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
