ფხენიანმა რაკეტის საწვავით შევსება დაიწყო
ფხენიანმა რაკეტის საწვავით შევსება დაიწყო
11:31 11.04.2012
ჩრდილოეთ კორეამ შორსმოქმედი რაკეტის საწვავით შევსება დაიწყო. იუწყება "ბი-ბი-სი".
ფხენიანის თანამგზავრის კონტროლისა და მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პაეკ ჩანგ ჰოს განცხადებით, თანამგზავრული  რაკეტის ორბიტაზე გასაყვანად მისი საწვავით შევსების პროცესი დაწყებულია.
ჩრდილოეთ კორეის განცხადებამ თანამგზვარის გაშვების შესახებ მეზობელი და არა მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების შეშფოთება გამოიწვია.
ფხენიანი თანამგზავრული რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

ბეჭდვა