საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას მასაჩუსეტსის ექს-გუბერნატორი, "რესპუბლიკელი" მით რომნი დაუპირისპირდება.
ამის შესაბებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პენსილვანიის ყოფილმა სენატორმა რიკ სანდორუმმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და შესაბამისად წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, რომნი აშკარა უპირატესობით სარგებლობს. მან სამ შტატში კოლუმბიაში, ვისკონსინსა და მერილენდში ჩატარებულ პრაიმერში დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა.
ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, გამოკითხვების შედეგად, "რესპუბლიკელების" კანდიდატს მით რომნის მხოლოდ 10%-ით უსწრებს.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს გაიმართება.
