რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მალე პრეზიდენტის რანგში შეუდგება მუშაობას, დღეს სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოვა.
იგი სათათბიროს წევრებს მთავრობის მუშაობის გასული წლის ანგარიშს წარუდგენს.
"ეხო მოსკვის" ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დუმის მიმდებარედ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, გადაკეტილია შენობის ირგვლივ ტერიტორია, შენობაში ყოფნის უფლება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებს აქვთ.
ოპოზიციონერი აქტივისტები მთავრობას ლოზუნგით - "თეთრი დუმა" აქციის მოწყობით ემუქრებოდნენ.
სანქცირებული აქცია მოსკოვში 6 მაისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინა დღეს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია კი - 7 მაისსაა დაგეგმილი.
