ქეთრინ ეშტონი ფხენიანს თანამგზავრის გაშვებისგან თავშეკავებას ურჩევს
ქეთრინ ეშტონი ფხენიანს თანამგზავრის გაშვებისგან თავშეკავებას ურჩევს
16:43 10.04.2012
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი ფხენიანს თანამგზავრული რაკეტის გაშვებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ინფორმაციას ამის შესახებ ეშტონის პრესსმდივნი მაიკლ მენი ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ასევე, მოუწოდებს ჩრდილოეთ კორეას არ ჩაატაროს ბირთვული ცდა და ამით ხელი შეუწყოს აშშ-ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დარეგულირებას.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეა თანამგზავრული რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

ბეჭდვა