რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ახალ პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსეთი სტაბილურობის შესანარჩუნებლად წინსვლას გააგრძელებს. ამ საქმეში სამხრეთ ოსეთს შეუძლია რუსეთის იმედი ჰქონდეს“ - განაცხადა მედვედევმა.
თიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 54,12%-ით გაიმარჯვა.
სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება.
