სამხრეთ კორეა - ფხენიანი ბირთვული ცდის ჩასატარებლად ემზადება
სამხრეთ კორეა - ფხენიანი ბირთვული ცდის ჩასატარებლად ემზადება
14:15 10.04.2012
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული ცდის ჩასატარებლად ემზადება.
ისინი მიიჩნევენ, რომ თანამგზავრის გაშვების შემდეგ, ფხენიანი, სავარაუდოდ, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ბირთვული ცდას ჩაატარებს.
ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, რაკეტა ორბიტაზე თანამგზავრის დასამონტაჟებლად შეიქმნა.
თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მრავალსაფეხურიანი რაკეტის გამოყენება საომარი მიზნებისთვისაც შეიძლება.
როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეა თანამგზავრული რაკეტის გაშვებას 12-16 აპრილს, ქვეყნის ყოფილი ლიდერის კიმ ილ-სუნგის 100 წლის იუბილეზე გეგმავს.

ბეჭდვა