როგოზინი რუსეთში ნატო-ს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს
როგოზინი რუსეთში ნატო-ს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს
12:13 10.04.2012
რუსეთის ვიცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი რუსეთში ნატო-ს ბაზის განთავსების შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.
ეს განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერმა სოციალური ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
„ვიღაცამ პროვოკაცია მოაწყო და გულუბრყვილო ხალხი დაარწმუნა იმაში, რომ ულიანოვსკში ნატო-ს ბაზა იქნება. ეს სისულელეა. ის, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა სრული იდიოტია“ - განაცხადა როგოზინმა.
ინფორმაცია ულიანოვსკში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ბაზის განთავსების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელდა.
ეს ინფორმაცია უკვე გააპროტესტეს რუსეთის ოპოზიციონერმა ლიდერებმა.
მათი განცხადებით, ნატო-სთან თანამშრომლობა და ალიანსისთვის ულიანოვსკის ბაზის ავღანეთის ოპერაციაში გამოსაყენებლად დათმობა, სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ღალატი.

ბეჭდვა