ნულანდი სირიის პრეზიდენტის პირობას სკეპტიკურად უყურებს
ნულანდი სირიის პრეზიდენტის პირობას სკეპტიკურად უყურებს
11:29 10.04.2012
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვიქტორია ნულანდი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის პირობას სკეპტიკურად უყურებს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ასადიმ თანხმობა დაუყოვნებლივ უნდა გაამყაროს ქმედებით. ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშნებს, რომ სირიის მთავრობა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანისა და არაბული ლიგის სამშვიდობო გეგმის შესრულებას აპირებდეს“- განაცხადა ნულანდმა.
მისი თქმით, ასადმა უნდა უბრძანოს სამთავრობო ძალებს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ ქალაქების დაბომბვა და გავიდნენ მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან.
ბაშარ ასადს გაერო-ს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა დასახლებული პუნქტებიდან სამთავრობო ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ, დღეს ეწურება.

გეგმის თანახმად, 12 აპრილისთვის სირიაში ცეცხლი ორივე მხარის მიერ უნდა იყოს შეწყვეტილი.

სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს, დაღუპულია 9 000-მდე ადამიანი.

ბეჭდვა