სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი მოსკოვში ჩავიდა
სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი მოსკოვში ჩავიდა
10:55 10.04.2012
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის განსახილველად, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემი მოსკოვს ეწვია.
სირიის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა მიიღო.
როგორც მუალემმა შეხვედრაზე განაცხადა, სირიის ჯარები დასახლებული პუნქტიდან არ გავლენ მანამ, სანამ ოპოზიციისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წერილობით გარანტიას არ მიიღებენ.
პრეზიდენტ ბაშარ ასადს დღეს ეწურება გაერო-ს მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების ვადა - დასახლებული პუნქტებიდან სამთავრობო ჯარებისა და მძიმე ტექნიკის გაყვანის შესახებ.
გეგმის თანახმად, 12 აპრილისთვის სირიაში ცეცხლი ორივე მხარის მიერ უნდა იყოს შეწყვეტილი.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

ბეჭდვა