ბრიუსელის საქალაქო სატრანსპორტო სისტემა ამ დრომდე პარალიზებული რჩება.
აღნიშნულის მიზეზი ქალაქის ავტობუსის, მეტროსა და ტრამვაის თანამშრომლების გაფიცვაა,
რომლებიც მესამე დღეა კომპანია "ეს-თი-აი-ბის" თანამშრომლის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებენ.
ტრანსპორტის თანამშრომელთა განცხადებით, მუშაობის პროცესს არ აღადგენენ მანამ, სანამ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის უფლებას არ მისცემენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა უკვე დაინიშნა და მინისტრი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურე პერსონალს დღეს მიიღებს.
