პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გადადგომის მოთხოვნით ოპოზიციის მომხრეებმა ბაქოში მასობრივი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნები, ასევე, იყო ქვეყანაში რეფორმების გატარება და გასულ წელს ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
აზერბაიჯანის ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, აქციაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
