საფრანგეთმა ოფიციალური სირიის ახალ მოთხოვნებს მიუღებელი უწოდა და ისინი დაგმო.
სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხელისუფლება
ოპოზიციისგან მოითხოვს წერილობით გარანტიას ბრძოლის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც ის სამთავრობო ძალებს დასახლებული პუქტებიდან გაიყვანს.
სირიის ხელისუფლება, ასევე, მოითხოვს უცხო ქვეყნის მთავრობების მხრიდან სირიის ოპოზიციის დაფინანსების შეწყვეტას.
ცეცხლის შეწყვეტა გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმის ნაწილია, რომელიც სისხლისღვრის შეწყვეტასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეთავაზებული წინადადებების განხორციელებას ითვალისწინებს.
სირიაში წელიწადზე მეტია, რაც ოპოზიციასა და სამთავრობო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. შეტაკებების შედეგად, რამდენიმე ათასი ადამიანია დაღუპული.
