შეიარაღებული ძალების ქვეყნის ცხელი წერტილებიდან გამოყვანამდე სირიის ხელისუფლება ოპოზიციისაგან "წერილობით გარანტიებს" ითხოვს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.
ქვეყნის საგარეო უწყების განცხადება გაერო-ს მიერ სირიაში ძალადობის შეწყვეტის თაობაზე დაწესებულ ბოლო თარიღს უკავშირდება.
გასულ კვირაში გაეროს მიერ დამტკიცებული 6 პუნქტიანი გეგმის თანახმად, კონფლიქტის ყველა მხარეს შეიარაღებული თავდასხმები 10 აპრილს უნდა შეეწყვიტა, ხოლო მთლიანად ცეცხლის შეწყვეტის დღედ 12 აპრილი დასახელდა.
"ბიბისის" კორეპონდენტთა ცნობით, სირიის ხელისუფლებას ოპოზიციური ძალებისგან წერილობითი გარანტიები ესაჭიროება, სადაც ისინი დააფიქსირებენ, რომ საომარ მოქმედებებს შეწყვეტენ, იარაღს ჩააბარებენ და ქვეყნის ხელისუფლებას უფლებამოსილების აღდგენის საშუალებას ყველგან მისცემენ.
