ირანსა და „ექვსიანს“ შორის შეხვედრა სტამბოლში შედგება
ირანსა და „ექვსიანს“ შორის შეხვედრა სტამბოლში შედგება
15:22 08.04.2012
თეირანის ბირთვულ პროგრამაზე ირანისა და „ექვსიანის“ საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი სტამბოლში გაიმრთება. ამის შესახებ ირანული ტელეარხი „პრეს TV” იუწყება.
გავრცელბული ინფორმაციით, თეირანსა და „ექვსიანს“ შორის მოლაპარაკებები 13-14 აპრილს იგეგმება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ირანისა და „ექვსიანის“ შეხვედრის მასპინძლობის თაობაზე მზადყოფნის შესახებ ჯერ კიდევ მარტში, თეირანში ვიზიტისას განაცხადა.
მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2010 წლის დეკემბერში ჟენევაში, ხოლო მეორე რაუნდი 2011 წლის იანვარში სტამბოლში გაიმართა.
საერთაშორისო შუამავლების ჯგუფისაგან შემდგარი „ექვსიანი“ რუსეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ჩინეთის, აშშ-სა და საფრანგეთის შუამავლების ჯგუფს 2003 წლიდან აერთანებს. მათი მიზანია ხელი შეუწყონ ირანის მიერ ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებას, რომელიც ბირთვული გაუვრცელებლობის რეჟიმს საფრთხეს უქმნის.

ბეჭდვა