მოსკოვის მეტროსადგურ „რევოლუციის მოედანთან“ რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს
მოსკოვის მეტროსადგურ „რევოლუციის მოედანთან“ რამდენიმე ოპოზიციონერი დააკავეს
14:30 08.04.2012
მოსკოვის მეტროსადგურ „რევოლუციის მოედანთან“ პოლიციის თანამშრომლებმა უკვე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.  სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ისინი მაშინ დაიჭირეს, როდესაც საინფორმაციო 6 მაისს დაგეგმილი „ეროვნული მარშის“ შესახებ სტენდზე განცხადების მიმაგრებს ცდილობდნენ.
ამავე დროს, ოპოზიციონერები სადგურთან იკრიბებიან და მათ უმეტესობას ტანისამოსზე ოპოზიციური სიმბოლო - თეთრი ლენტები აქვთ მიმაგრებული. აქციის მონაწილეებმა თეთრი ყვავილებით მეტროს მიმდებარე ტერიტორიაც მორთეს. პოლიცია აქტივისტებს დაშლისკენ მოუწოდებს.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია მასშტაბურ „ფლეშ-მობ შოუსა“ და სახალხო მსვლელობის მოწყობას გეგმავს. აქციის ორგანიზატორი სახალხო მოძრაობა „თეთრი ლენტია“.

ბეჭდვა