მოსკოვის ცენტრში პოლიციამ უსაფრთხოების ნორმები გაამკაცრა. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, „წითელ“ და „რევოლუციის“ მოედნებთან პოლიციელთა გაზრდილი შემადგენლობა შეინიშნება.
ადგილზე სამართალდამცავთა 10-მდე ავტობუსი დგას.
სააგენტოს ცნობით, წითელი მოედნის ყველა შესასვლელი მეტალის ბარიერებით არის გადაკეტილი. ასევე, პოლიციელთა რაზმები მეტროსადგურ „ოხოტნი რიადთანაც“ მობილიზებულია.
მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზემოთხსენებულ ადგილებში რუსული ოპოზიცია მასშტაბური ფლეშ-მობ შოუსა და სახალხო მსვლელობის მოწყობას გეგმავს. აქციის ორგანიზატორი სახალხო მოძრაობა „თეთრი ლენტია“.
