ჰაიტიზე ავარიის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ჰაიტიზე ავარიის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
11:22 08.04.2012
ჰაიტიზე დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მომხდარის გამო 40-მა ადამიანმა სხეულის უმძიმესი დაზიანება მიიღო.

„ბი-ბი-სი“ ინფორმაციით, ავტობუსი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

ავარიის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

ბეჭდვა