რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრში დღეს ერთდროულად სამი აქციის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს ინფორმაციას.
საზოგადოებრივი მოძრაობა „თეთრი ლენტის“ აქტივისტის იგორ ბაკიროვის განცხადებით, წითელ მოედანსა და მეტროსადგურ „ოხოტნისთან“ ფლეშ-მობ შოუ მოეწყობა. მის მონაწილეებს რუსული ოპოოზიციის სიმბოლო - თეთრი ლენტები ექნებათ ტანისამოსზე დამაგრებული.
თავის მხრივ, მოძრაობა „ხიმიკის ტყის დაცვისთვის“ ლიდერმა ევგენია ჩირიკოვამ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის გუბერნატორის არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნით „რევოლუციის“ მოედანზე „სახალხო მსვლელობის“ მოწყობას გეგმავს.
ბაკიროვის განმარტებით, ეს სამი სხვადასხვა აქციაა, თუმცა, გამორიცხული არ არის ისინი ერთმანეთს შეუერთდნენ.
