აქციამ მოსკოვში ექსცესების გარეშე ჩაიარა
აქციამ მოსკოვში ექსცესების გარეშე ჩაიარა
15:17 07.04.2012
„კომუნისტური“ პარტიის მიერ დღეს მოსკოვში ორგანიზებული აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა.
რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს ინფორმაციით, აქცია მერიასთან შეთანხმებული არ იყო და ის არასანქცირებულ ხასიათს ატარებდა.
კომუნისტები რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელობას სახელმწიფო ღალატში ადანაშაულებენ. მათი პოზიციით, ნატო-სთან თანამშრომლობა და ალიანსისთვის ულიანოვსკის ბაზის ავღანეთის ოპერაციაში გამოსაყენებლად დათმობა, სხვა არაფერია თუ არა ქვეყნის ღალატი.
აქცია მოსკოვში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქცია კი, პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს - 6 მაისს იგეგმება.

ბეჭდვა