კოფი ანანი 11 აპრილს ირანს ეწვევა
კოფი ანანი 11 აპრილს ირანს ეწვევა
11:57 07.04.2012
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და არაბული ლიგის წარმომადგენელი კოფი ანანი 11 აპრილს ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერს მაჰმუდ აჰმადინეჯადს სირიაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ ეწვევა.  ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დასავლეთი ირანს სირიის ლიდერის - ბაშარ ასადის მოკავშირედ მიიჩნევს, რადგან ირანის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ბაშარ ასადის მიერ დეკლარირებული რეფორმები სირიას კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
ამასთან ირანი სირიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

ბეჭდვა