ვირჯინიის შტატში, დასახლებულ პუნქტში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა.
თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ათამდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, ბორტზე მყოფმა ორივე მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ისინი F-18 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავით საწვრთნელ ფრენას ახორციელებდნენ.
დასახლებასთან, სადაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რამდენიმე სამხედრო ბაზაა განთავსებული.
