ეიფელის კოშკში ლიფტი ჩამოვარდა
ეიფელის კოშკში ლიფტი ჩამოვარდა
16:38 06.04.2012
ეიფელის კოშკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს ლიფტი ჩამოვარდა.
ინციდენტის დროს ლიფტის კაბინაში არავინ იყო და შესაბამისად არავინ დაშავებულა. იუწყება „ბი-ბი-სი“.
კოშკის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ბრძანება გასცა.
ინციდენტის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ყოველდღიურად ეიფელის კოშკს 7 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს.

ბეჭდვა