ავღანეთში ნავთობგადამზიდავის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთში ნავთობგადამზიდავის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
14:49 06.04.2012
ავღანეთში ნატო-ს ავტომობილებისთვის განკუთვნილი ნავთობგადამზიდავი აფეთქდა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, ინციდენტი ავღანეთის კანდაგარის პროვინციაში მოხდა. აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.


ბეჭდვა