რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო ნატო-ში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად დაინიშნება.
"იტარ-ტასის" ინფორმაციით, გრუშკო ამ პოსტზე დიმიტრი როგოზინს ჩაანაცვლებს, რომელიც რუსეთის ვიცე-პრემიერი გახდა.
გრუშკო ახალ თანამდებობაზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას 19 აპრილს გამართავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გრუშკო 2005 წლიდან მუშაობდა.
