საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის მოსახლეობას ეკონომიკურ სტაბილურობას ჰპირდება.
"საფრანგეთმა არ უნდა გაიზიაროს ესპანეთის და იტალიის ბედი, ჩვენი უპირველესი მიზანია ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ მის ზრდაზე"-განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 22 აპრილსაა დანიშნული. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია.
