არგენტინაში ქარიშხალმა 14 ადამიანი იმსხვერპლა
არგენტინაში ქარიშხალმა 14 ადამიანი იმსხვერპლა
11:41 06.04.2012
არგენტინაში ძლიერ ქარს 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით კი - დაშავდა.
როგორც "ბი-ბი-სი" იუწყება, სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა,
შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასევე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო სამსახურები.
მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

ბეჭდვა