საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ატომური ელექტროსადგურის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რამაც საწვავის გაჟონვა გამოიწვია.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის მფლობელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი - ოპერატიულად ჩააქრეს.
საწარმოს ოპერატორი კომპანიის განცხადებით, ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხის საშიშროება არ არსებობს.
შემთხვევის ადგილზე დღეს ექსპერტები ჩავლენ და მდგომარეობას ადგილზევე შეისწავლიან.
