მექსიკაში ავარიას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
მექსიკაში ავარიას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
11:35 06.04.2012
მექსიკის შტატ ხალიოსკოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა, შედეგად 14 ადამიანი ადგილზევე დაიღუპა,  რამდენიმემ კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ადგილობრივ სამართალდამცველთა ინფორმაციით, კორპორაციული ავტობუსი, რომელსაც საღამოს საათებში თანამშრომლები სახლებში მიჰყავდა, გაურკვეველი მიზეზით გადაბრუნდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტები მუშაობენ.

ბეჭდვა