სირიის ჯარებმა დამასკოს გარეუბნებზე, რომლებსაც ქვეყნის ოპოზიცია აკონტროლებს, საარტილერიო იერიშები მიიტანეს.
ამასთან, მთავრობის ჯარების გააქტიურებაზე სირიის სხვა რეგიონიდანაც ვრცელდება ცნობები.
სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის კოფი ანანის სამშვიდობო გეგმით, მთავრობის ჯარები დასახლებული პუნქტებიდან 10 აპრილამდე უნდა გავიდნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში სირიიდან თურქეთში 1 000-ზე მეტი ლტოლვილი გადავიდა
სირიაში არეულობას 9 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხერპლა.
