სანკტ-პეტერბურგში იტალიელი დიპლომატი სცემეს და გაძარცვეს
სანკტ-პეტერბურგში იტალიელი დიპლომატი სცემეს და გაძარცვეს
16:04 05.04.2012
სანკტ-პეტერბურგში იტალიის საკონსულოს კულტურის ატაშე ჯორჯო მატიოლი გუშინ საღამოს სცემეს და გაძარცვეს. იუწყება „ლენტა რუ“.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, იტალიელ დიპლომატს ორი უცნობი დაესხა თავს.

თავდამსხმელებმა დიპლომატს პასპორტი, თანხა და ავტომანქანის საბუთები წაართვეს.

დიპლომატი თავის არეში მიყენებული ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბეჭდვა